მთავარიევროპამოლდოვამოლდოვაში რეფერენდუმზე პროევროპულ პოზიციას მხარი ცხრა რაიონში დაუჭირეს

მოლდოვაში რეფერენდუმზე პროევროპულ პოზიციას მხარი ცხრა რაიონში დაუჭირეს

მოლდოვამ რეფერენდუმით დაადასტურა, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების სურვილი კონსტიტუციაში უნდა აისახოს. მოლდოვის ევროპული პერსპექტივის ბედი ხმათა 1%-ზე ნაკლებმა გადაწყვიტა. ქვეყნის ევროპული მისწრაფების კონსტიტუციაში ასახვას მხარი არ დაუჭირა რუმინეთის მოსაზღვრე რაიონებმაც კი, მაგალითად, უნგენმა. 

„სამხედრო სამსახური რუსეთში მოვიხადე და ვიცი, რა არის რუსეთი. რუსეთი არ მინდა. იქ უფრო მეტი კრიმინალია, ვიდრე ევროპაში. ჩემი შვილები ევროპაში ცხოვრობენ. ჩვენი პოზიცია ასეთია: დადგა დრო, რუსეთმა წააგოს“.

„რუსეთში ვცხოვრობდი და ვიცი საითაც წაგვიყვანს. მოლდოვის რესპუბლიკისთვის ეს არ მინდა“.

„ევროკავშირი არ მომწონს. იქ ვმუშაობდი და ვნახე, როგორია. ჩემი აზრით, რუსეთთან უკეთესია. თანაც, რუსეთი ძალიან შეიცვალა. იგი არ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. უკეთესი იქნება ყველასთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს“, – ამბობენ რეფერენდუმის მონაწილეები.

მართალია, რეფერენდუმზე მოქალაქეთა უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრების სურვილის კონსტიტუციაში ასახვას მიემხრო, თუმცა მოლდოველთა პროევროპული ნაწილის ხმებმა სულ რამდენიმე ათასი ხმით გადააჭარბა პრორუსთა რაოდენობას. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის დედაქალაქში მცხოვრებმა ამომრჩევლებმა, ისევე როგორც კიშინიოვთან ახლოს მდებარე რაიონებმა, ევროპული გზა აირჩიეს, მაშინ, როცა ქვეყნის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილი, გარდა ერთი რაიონისა, სრულად მიემხრო აზრს, რომ მოლდოვის ევროპული მისწრაფება კონსტიტუციაში არ უნდა აისახოს.

„შეუძლია თუ არა მოლდოვას, განაგრძოს ევროკავშირში გაწევრების გზა ასეთი შედეგების ასეთი მცირე განსხვავების ფონზე? არჩევნებამდე ძალიან ოპტიმისტური საუბრები იყო იმის შესახებ, რომ ეს შეიძლებოდა 2030 წელს, ან 2028 წელსაც კი მომხდარიყო. უნდა ვიფიქროთ, რომ რეფერენდუმის ამგვარი შედეგი ბრიუსელის დისტანცირებასაც გამოიწვევს“, – აღნიშნავს რადუ კარპი, პოლიტოლოგიის პროფესორი.

მათგან ბევრს, ვინც ევროპული მისწრაფების კონსტიტუციაში ასახვას შეეწინააღმდეგა, ჰყავს შვილები ან ნათესავები, რომლებიც  ევროპის ქვეყნებში მუშაობენ. ამასთან, აქვთ რუმინეთის მოქალაქეობა, რაც ნიშნავს, რომ თავადაც ევროპის მოქალაქეები არიან. ამავდროულად, არსებობენ რუსეთის ფედერაციის ისეთი მოქალაქეებიც, რომლებმაც ხმა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრებას მისცეს.

„რაიონები, როგორებიცაა კაჰული და უნგენი, საკუთარ ეკონომიკას პრაქტიკულად რუმინეთსა და ევროკავშირთან ურთიერთობას უნდა უმადლოდნენ. რუმინულმა ან სხვა ევროპული ქვეყნების, მაგალითად, ბულგარეთის, პორტუგალიის ან იტალიის პასპორტმა მრავალი ოჯახი გადაარჩინა შიმშილსა და სიღარიბეს. ეს არის რეგიონები, რომლებმაც რეფერენდუმზე ხმა ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მისცეს“, – ამბობს მიჰაი ისაკი, საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსი.

მოლდოვაში რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 51.67% შეადგინა. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, საარჩევნო პროცესი კრიმინალური დაჯგუფებებისა და უცხოური ძალების უპრეცედენტო ჩარევის ფონზე მიმდინარეობდა. მოლდოვის არჩევნებში უცხოური ძალების, კონკრეტულად კი, რუსეთისა და მისი მარიონეტების ჩართულობას ადასტურებენ ბრიუსელშიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend