მთავარიკუბიInstagram მოზარდების უსაფრთხოებისთვის ზომებს აძლიერებს

Instagram მოზარდების უსაფრთხოებისთვის ზომებს აძლიერებს

მოზარდების შანტაჟისგან დასაცავად Instagram-ს ახალი ფუნქცია დაემატება. პლატფორმაზე შეუძლებელი გახდება ეკრანის ჩაწერა (ე.წ. სქრინშოთი) იმ ფოტოებსა და ვიდეოებზე, რომლებიც მხოლოდ ერთხელ სანახავად გაგზავნეს პირად შეტყობინებაში.

„სექსთორშენ” – ეს არის შანტაჟის ფორმა, როდესაც თაღლითმა მოტყუებით მიიღო შიშველი სხეულის გამოსახულება და შემდეგ მსხვერპლს ემუქრება, რომ ინტერნეტში საჯაროდ გამოაქვეყნებს ხელმისაწვდომ ვებგვერდებზე, თუ თანხას არ გაუგზავნის.

გარდა ამისა, დღეიდან Instagram-მა დაიწყო გარკვეული ინდიკატორების გამოყენება იმის დასადგენად, არის ანგარიში თაღლითის მიერ შექმნილი თუ არა, როდის არის შექმნილი. ახალი ანგარიშები, ზოგადად, უფრო დიდ ეჭვს იწვევს. შემდეგ სხვადასხვა ინდიკატორზე დაყრდნობით, პლატფორმა აუკრძალავს მათ, გამოიწერონ მოზარდის Instagram.

2024 წელს ზოგადად Meta-მ გააძლიერა მოზარდების უსაფრთხოების პოლიტიკა პლატფორმაზე. ერთ-ერთი ფუნქცია არის, მაგალითად, ფოტოების დაბინდვა, რომლებიც პირად შეტყობინებაში იგზავნება. ასევე Instagram შეატყობინებს მომხმარებელს იმ ანგარიშის შესახებაც, ვისთანაც ექნება მიმოწერა, თუ კონტაქტში მყოფი პირი ეჭვმიტანილია თანხის გამოძალვაში Meta-ს მიერ.

Instagram ასევე შეახსენებს მოზარდებს, რომ ისინი ვალდებულნი არ არიან, გაუგზავნონ სხვას შიშველი სხეულის ფოტოები პირად შეტყობინებაში.

ტექნოლოგიურმა კომპანიამ ასევე გაზარდა მშობლების კონტროლის მექანიზმები არასრულწლოვანის Instagram-ის ანგარიშზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend