მთავარიამერიკააშშახალი სარჩელები პი დიდის წინააღმდეგ

ახალი სარჩელები პი დიდის წინააღმდეგ

პი დიდის, იგივე შონ კომბსის წინააღმდეგ ექვსი ახალი სასამართლო სარჩელი შეიტანეს. კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, სარჩელთა ავტორების ვინაობა ცნობილი არ არის.

ექვსი მოსარჩელიდან ორი ქალია, რომლებიც პი დიდის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. დანარჩენი ოთხი სარჩელის ავტორები მამაკაცები არიან.

მათ შორისაა ის მამაკაცი, რომელიც შონ კომბსს ადანაშაულებს გაუპატიურებაში მაშინ, როდესაც ის 16 წლის იყო.

ადვოკატების თქმით, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სარჩელების, რომლებიც პი დიდის წინააღმდეგ მუშავდება და ასეთი კიდევ ასია.

შონ კომბსს ბრალი სექტემბერში მანჰეტენის ფედერალურმა პროკურატურამ წაუყენა. მას შემდეგ კომბსის ადვოკატები ცდილობენ მის გირაოთი დახსნას, თუმცა სასამართლომ ორჯერ თქვა უარი კომბსის გაშვებაზე.

შონ კომბსის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელების ახალი ტალღაა. პი დიდის ქალების გაუპატიურებაში, კაცების სექსუალურ შევიწროებასა და 16 წლის ბიჭზე ძალადობაში ედება ბრალი. ამ და სხვა სარჩელში წაყენებული ყველა ბრალდება შონ კომბსის ადვოკატებმა უარყვეს. აგრეთვე, კომბსი უარყოფს სექტემბერში მანჰეტენში ფედერალური პროკურატურის მიერ მისთვის სექს-ტრეფიკინგზე წაყენებულ ყველა ბრალდებას“, – აცხადებს „ესოშიეიტედ პრეს“-ის ჟურნალისტი, მაიკლ სისაკი.

სექსუალური ძალადობის გარდა, პი დიდის ბრალი ედება ადამიანების გატაცებაში, მათზე ფიზიკურ ძალადობასა და მოწმეების შანტაჟში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend