ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს საგარეო საქმითა სამინისტროს მიერ გადაცემული საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შესახებ მონაცემები უკვე დაამუშავა.
უახლესი ინფორმაციის თანახმად, ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 95 834 ადამიანს. ხმის მიცემას მოქალაქეები 42 ქვეყანაში 60 უბანზე შეძლებენ, თუმცა პრესსპიკერი დასძენს, რომ „ცესკო“ 30 326 ამომრჩევლისთვის დამატებით 7 უბნის გახსნას განიხილავს.
ნათია იოსელიანის თქმით, „ცესკო“ განიხილავს ისრაელში გახსნილი საარჩევნო უბნის დახურვის საკითხს, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე დაძაბულ ვითარებაზეა საუბარი.