„ქარიშხალმა მილტონმა კიდევ ერთი, თითქმის შეუძლებელი ფორმა მიიღო“ – დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა პლატფორმა იქსზე, რომელსაც 2 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. ის აზიარებს ვიდეოს და მოუწოდებს მომხმარებელს, რომ იხილონ ვიდეო, სანამ წაიშლება. ვიდეო ატვირთულია პლატფორმა რამბლზე, რომელშიც ის ცდილობს, გააჩინოს ეჭვი, რომ ქარიშხალი ხელოვნურად შექმნილია.
კონგრესის წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან მარჯერი ტეილორ გრინმა, რომელიც დონალდ ტრამპის ერთ-ერთ ყველაზე აქტიური მხარდამჭერია, ამ თვეში პირველ ქარიშხალზე ტვიტერზე დაწერა, რომ „ისინი აკონტროლებენ ამინდს“. ის გულისხმობს ფედერალური ხელისუფლების მმართველობას.
პლატფორმა იქსი თვითონ აკეთებს განმარტებას კონგრესის წევრის ნათქვამზე.
ზოგადად, ამინდის მანიპულირება შეიძლება მაგალითად, ღრუბლების დათესვა იმისათვის, რომ თავიდან აიცილო წვიმა დათქმულ დღეებში, თუმცა ადამიანს ისეთი მასშტაბით ბუნებრივი მოვლენის როგორც ქარიშხალია, მანიპულაცია არ შეუძლია, ისევე როგორც არ არსებობს თანამედროვე ტექნოლოგია, რომელსაც ხელოვნურად შეუძლია შექმნას ქარიშხალი.
რაც შეეხება ქარიშხლის ფორმის შეცვლას., ქარიშხლის ფორმის ცვლილებას მეტეოროლოგიაში ეწოდება ქარიშხლის თვალის ჩანაცვლების ციკლი. ეს არის ნორმალური მოვლენა დიდი მასშტაბის ქარიშხლებისთვის. მაგალითად, ქარიშხალ “კატრინას“ 2005 წელს, ასევე ჰქონდა ორმაგი ე.წ. თვალის კედელი, სანამ სანაპიროზე მოხვდებოდა და უკვე აპირებდა თვალის ციკლის კედლის ჩანაცვლებას, როდესაც შიდა კედელი ძალას კარგავს, გარე კედელი ძლიერდება, იძენს ინტენსივობას.
ზოგადად, ამერიკის კონტინენტზე ისტორიულად ხდება ქარიშხლები. პირველი ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდი მიიჩნევა ატლანტიკური ქარიშხლების სეზონად, როდესაც ტროპიკული და სუბტროპიკული ციკლონები ფორმირდება ატლანტის ოკეანეში.
