მთავარიEUROPEN UNIONევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს სესხი დაამტკიცეს, რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებით

ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს სესხი დაამტკიცეს, რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებით

ევროკავშირმა უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს სესხის გაცემაზე მწვანე შუქი აანთო. უნგრეთმა, რომელიც აშშ-ის არჩევნებამდე ამ სესხის გაცემაზე მსჯელობის დროებით შეჩერებით იმუქრებოდა, ვერ მოახერხა პროცესისთვის ხელის შეშლა.

35 მილიარდ ევროს ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების დახმარებით დააზღვევს, რომელიც ევროპულმა ბანკებმა რუსეთ-უკრაინის ომის პირველ ეტაპზე გაყინეს. დღეისათვის ამ აქტივების სრული ღირებულება 300 მილიარდი ევროა.

უკრაინისთვის ამ დახმარების გამოყოფაზე კონსულტაციები დიდი ხანია მიმდინარეობს. თავდაპირველად, ივნისში, G7-ის სამიტზე მხარეები შეთანხმდნენ უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს წლის ბოლომდე გამოყოფაზე.

თუმცა მიზნის მისაღწევად რუსული აქტივების უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი. საკითხზე – დარჩება თუ არა ეს აქტივები გაყინული – ყოველ ექვს თვეში ერთხელ ღია კენჭისყრა იმართება, თუმცა ევროკავშირს სურს მსგავსი კენჭისყრა სამ წელიწადში ერთხელ ჩატარდეს, მეტი სტაბილურობის მიზნით. აშშ-ის მთავრობაც შიშობს, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრი ინიციატივას ვეტოს დაადებს და გეგმას ჩაშლის.

„თუ ევროკავშირს რუსული აქტივების გაყინვის მხოლოდ ექვსთვიანი გარანტია ექნება, მაშინ ეს შექმნის ეჭვებს, რომ სანქციები შესაძლოა არ გაგრძელდეს. სამაგიეროდ, სამწლიანი პერიოდი გვაძლევს საშუალებას, ამ ფულის უსაფრთხოება და სანქციების სტაბილურობა უზრუნველვყოთ, რითაც ვაჩვენებთ ჩვენ მყარ ფინანსურ მხარდაჭერას“, – ამბობს კრისტინა ბერზინა, „გერმანული მარშალის ფონდის“ დირექტორი.

კიევს სრული თავისუფლება ექნება გადაწყვიტოს როგორ გამოიყენებს ამ ფინანსურ სახსრებს. ახლა ჯერი ევროპარლამენტზეა, რომელიც ევროკავშირს, დიდი ალბათობით, სესხის გაცემაზე თავის თანხმობას მისცემს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend