11, 12 და 13 ოქტომბერს საგამოფენო ცენტრი ექსპო-ჯორჯია მეხუთედ უმასპინძლებს მხატვრული რეწვისა და დიზაინის თბილისის საერთაშორისო სამიტს- „ეთნოფესტს.“
სამდღიანი ფესტივალი მოიცავს გამოფენებს, კონფერენციას, ტრენინგებს, მასტერკლასებსა და საჯარო პრეზენტაციებს.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პეტრ კუბერნატმა და „ეთნოფესტის” დამფუძნებელმა, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა მაკა დვალიშვილმა ისაუბრეს.