მთავარიმსოფლიო2023 წელს მდინარეებში წყლის დონემ რეკორდულად იკლო

2023 წელს მდინარეებში წყლის დონემ რეკორდულად იკლო

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასული წელი ბოლო 33 წლის განმავლობაში მდინარეებისთვის ყველაზე მშრალი იყო. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს მდინარეებში წყლის დონე ჩვეულებრივზე ნაკლები იყო. წყლის დონის კლება შეინიშნება მდინარე ამაზონში, მისისიპიში, აგრეთვე, ინდოეთის მთავარ მდინარე განგში.

მიუხედავად მსგავსი მაჩვენებლებისა, უჩვეულოდ იზრდება წყლის დონე მსოფლიოს სხვა მდინარეებში, რომლებიც საბოლოოდ წყალდიდობებს იწვევს. წყლის დონის მატება შეიმჩნევა ახალი ზელანდიის ჩრდილოეთში, დიდ ბრიტანეთში, ფინეთსა და შვედეთში.

მეტეოროლოგიური ორგანიზაციების აზრით, 2023 წელს რეკორდულმა სიცხემ მყინვარების დნობა განაპირობა, რის გამოც მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში მდინარეებში წყლის დონე იმატებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურის ასეთი რადიკალური ცვლილება მსოფლიოში „კლიმატურ კრიზისს“ შექმნის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend