მთავარისაქართველოკამპანია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ

კამპანია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ

USAID-მა, ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიამ და საქართველოს გაეროს ასოციაციამ დაიწყო საკომუნიკაციო კამპანია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.

ღონისძიება დღეს, 2 ოქტომბერს, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა, NBA-ის 3-გზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

საკომუნიკაციო კამპანია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ მიზნად ისახავს ახალგაზრდებსა და მოზარდებში ჯანმრთელობის, ფიტნესის, სპორტისა და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ინიციატივა გააერთიანებს კერძო და საერთაშორისო სექტორს, სპორტსმენებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს სხვადასხვა სფეროდან.

„ძალიან დიდი პატივია ზაზა ფაჩულიასთან ერთად აქ ყოფნა და ამ ახალი პარტნიორობის შესახებ საუბარი ამერიკასა და ზაზას შორის. მე კალიფორნიიდან ვარ და შესაბამისად, გოლდენ სტეიტ უორიორსის დიდი გულშემატკივარი გახლავართ. ზაზას არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ამერიკისთვისაც უამრავი კარგი რამ გაუკეთებია. სამშობლოში გახსნა ისეთი დარბაზები და ადგილები, სადაც ახალგაზრდა თაობას შეუძლია ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდეს. ამ პარტნიორობით კი გვსურს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ახალგაზრდებსა და მოზარდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება. ვფიქრობ, ეს გახლავთ კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ამერიკა მუშაობს საქართველოსა და ქართველებისთვის”, – ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend