მთავარისაქართველოისრაელის საელჩო უსამძიმრებს ტერაქტის დროს საქართველოს დაღუპული მოქალაქის ოჯახს

ისრაელის საელჩო უსამძიმრებს ტერაქტის დროს საქართველოს დაღუპული მოქალაქის ოჯახს

ისრაელის საელჩო უსამძიმრებს ისრაელში ტერაქტის დროს საქართველოს დაღუპული მოქალაქის ოჯახს. საელჩოს ინფორმაციით, ილია ნოზაძე ისრაელში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა, თუმცა 1-ელი ოქტომბრის ღამეს ქალაქ იაფაში მომხდარი სროლისას დაიღუპა.

„ტერორიზმი არავის ინდობს განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა თუ ასაკისა. ამ საზარელ მოვლენას, როდესაც პალესტინელმა ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს მოქალაქეებს ისრაელის ცენტრში, თელ-ავივში, შვიდი უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა“, – წერია საელჩოს განცხადებაში.

როგორც ცნობილია, 1-ელ ოქტომბერს ძველ ქალაქ იაფაში, რომელიც თელ-ავივთან არის გაერთიანებული, უცნობებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს გამვლელებს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ექვსი მოქალაქე, ხოლო დაჭრილია – 9, მათგან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია.

ისრაელის საელჩოს მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ტერორიზმსა და მის წამყვან მხარდამჭერ რეჟიმთან, თეირანის რეჟიმთან, ბრძოლაში“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend