7 ოქტომბერს თბილისში HR Congress-ი გაიმართება. HR პროფესიონალთა ასოციაცია თავს მოუყრის ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალებს, მენეჯერებს, მსხვილი ბიზნესების აღმასრულებლებს, საჯარო, კერძო, არასამთავრობო სექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მედიის წარმომადგენლებს. კონგრესის ძირითადი ფოკუსია სწავლა და განვითარება.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ისაუბრეს HR პროფესიონალთა ასოციაციის პრეზიდენტმა, სერგო ნოზაძემ და HR პროფესიონალთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ღაჭავამ.