„საქართველომ ახლახან მიიღო ანტილგბტქ კანონი, რომელიც დისკრიმინაციულია და ადამიანის ძირითად უფლებებს არღვევს. ეს კანონი საქართველოს ევროპას აშორებს“ – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში, სოციალ-დემოკრატიული საპარლამენტო ჯგუფის ადამიანის უფლებათა მეორე ქვიარკონფერენციაზე, განაცხადა.
შოლცმა აღნიშნა, რომ თანასწორობის პატივისცემისა და აღიარებისთვის გერმანიასა და მსოფლიოში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მანვე თქვა, რომ გერმანიაში ყველამ უნდა შეძლოს თავისუფალ, უსაფრთხო, სიძულვილის, ძალადობის, დისკრიმინაციისა და შეურაცხყოფისგან დაცლილ გარემოში ცხოვრება.
კანცლერმა აღნიშნა ისიც, რომ ადამიანის უფლებების დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა, თუმცა მიუხედავად ამისა, ქვიარ თემის უფლებრივი მდგომარეობა მთელ მსოფლიოში უარესდება.