მთავარისაქართველოალექსანდრე წულაძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა

ალექსანდრე წულაძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ახალ მინისტრად ალექსანდრე წულაძე წარადგინა.

ის ამ დრომდე ამავე უწყების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი, 2019 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.

საკადრო ცვლილების განხორციელების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც 28 სექტემბერს განათლების მინისტრის თანამდებობა გიორგი ამილახვარმა დატოვა. გადაწყვეტილება მან კერძო სექტორში დაბრუნებით ახსნა და გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერს მადლობა გადაუხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend