ჩინეთი კომუნისტური პარტიის მმართველობის 75-ე წლის თავს აღნიშნავს. ამ დღეს ჩინეთში ყოველთვის დიდი სამხედრო აღლუმები და სადღესასწაულო ღონისძიებები იმართებოდა, წელს კი მათ მხოლოდ დროშა აღმართეს ტიანანმენის მოედანზე. წლვანდელი მოკრძალებული აღლუმი სახელმწიფოში არსებულ ეკონომიკურ და უსაფრთხოების პრობლემებს უკავშირდება.
სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიის ინფორმაციით, ჩინეთს ეკონომიკური პროგრესი აქვს. თუმცა ადგილობრივი მედია არ საუბრობს იმ პრობლემებზე, როგორებიცაა შობადობის რაოდენობის შემცირება, მიწოდების ჯაჭვის შეფერხება, რამაც ზიანი მიაყენა ექსპორტზე დამოკიდებულ ეკონომიკას.
მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანას კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენა გაუჭირდა.
ქვეყანაში ახლგაზრდების დასაქმების პრობლემაა. მოსახლეობა ხელფასების შემცირებისა და სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშეა. მეწარმეების დიდ ნაწილს კი ბიზნესის დაფინანსების მიზნით დიდი ვალის გადახდა უწევს. მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ ჩინეთში უმძიმესი ვითარებაა და არც გაუმჯობესების პერსპექტივა ჩანს.
ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავების მიზნით, გასულ კვირას ჩინეთის ხელისუფლებამ გარკვეული ზომების შესახებ განაცხადა, მათ შორისაა დაბალი საპროცენტო განაკვეთები და იპოთეკური შემცირებული სესხის წინასწარ გადახდის ვალდებულება.
ჩინეთს დაეძაბა ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან, იაპონიასთან, ჩრდილოეთ კორეასა და ფილიპინებთან, რაც ძირითადად ტერიტორიებთან დაკავშირებული უთანხმოებითაა გამოწვეული.
ჩინეთში კომუნისტური მმართველობა 1949 წელს დამყარდა, როცა რევოლუციონერმა ლიდერმა მაო ძედუნმა და მისმა ძალებმა სამოქალაქო ომში ჩან კაიშის ნაციონალისტური მთავრობა დაამარცხეს. ძედუნმა 49 წლის 1 ოქტომბერს პეკინში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩამოყალიბების შესახებ გამოაცხადეს. მას შემდეგ ჩინეთს კომუნისტური პარტია მართავს. 1966 წელს მაო ძედუნმა პოლიტიკური მტრებისა მოშორების მიზნით, ქვეყნის ბურჟუაზიას ბრძოლა გამოუცხადა.
დღეს კი ჩინეთის ერთპიროვნული მმართველი კომუნისტური პარტიის ლიდერი სი ძინპინია, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი 2012 წელს გახდა. მმართველობაში მოსვლის შემდეგ სი ძინპინმა ჩინეთში ფაქტობრივად საკუთარი თავი უვადო ლიდერად გამოაცხადა. მისი ძალაუფლება ვრცელდება როგორც მთავრობაზე, ისე პარტიულ ორგანოებზე.