მთავარისაქართველო30 დღეზე მეტია, რაც შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი შიმშილობს

30 დღეზე მეტია, რაც შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი შიმშილობს

30 დღეზე მეტია, რაც სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილს, მიმართა. სოფლის მოსახლეობის ნაწილი საქართველოს პარლამენტის წინ უკვე მე-20 დღეა უწყვეტად მართავს საპროტესტო აქციებს. მათი მოთხოვნაა, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დანგრეული სახლებისა და დაზიანებული ნიადაგის, ეზოებისა თუ ნაკვეთების ადეკვატური ანაზღაურება.

კომპანიაში ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზი” კონკრეტულად ამ სოფელში სამუშაოებს არ აწარმოებს. ამბობენ იმასაც, რომ მიუხედავად ამ ფაქტისა, მაინც დათანხმდნენ გარკვეული რაოდენობით ანაზღაურებას და თანხა შუქრუთის მოსახლეობის ნაწილს მისცეს.

შუქრუთელები კი ამბობენ, რომ კომპანიის წარმომადგენლები იტყუებიან და დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ. მათი პროტესტი 6 თვეზე მეტია გრძელდება, თუმცა ამ დროის განმავლობაში სახელმწიფოდან მათთან არავინ მისულა.

შუქრუთელებმა 19 სექტემბერს მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეიტანეს, თუმცა ამ დრომდე მათ ქვეყნის პრემიერი არ შეხვედრია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend