მთავარისაქართველოსაქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ

საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ერთმანეთს შეხვდნენ.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ბერლინში შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან, ასევე ქართულ დიასპორაზე, რომელსაც ხელოვნური ბარიერები ექმნება არჩევნებში მონაწილეობისათვის.

პრეზიდენტმა ისაუბრა ასევე ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის პრობლემების შექმნის საკითხზე, რომელიც გულისხმობს მათთვის სადამკვირვებლო მისიების განხორციელებაში ხელის შეშლას.

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მოსახლეობის მტკიცე განწყობა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა სრულად პროევროპულია და ქართველი ხალხის საგარეო ორიენტაცია იყო, არის და იქნება ევროპული.

თავის მხრივ, გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას „ქართული ქარტია“ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ. შტაინმაიერმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხსა და მათ ბრძოლას ევროპული მომავლისათვის”, – ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend