მთავარიაზიაისრაელიისრაელში ამბობენ, რომ მოკლეს „ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა

ისრაელში ამბობენ, რომ მოკლეს „ჰეზბოლას” ლიდერი ჰასან ნასრალა

ისრაელის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ მოკლეს ჰასან ნასრალა, „ჰეზბოლას” სამხედრო დაჯგუფების მეთაური. მათი ცნობით, ნასრალა მოკვდა ლიბანში პარასკევს, 27 სექტემბერს, ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს.

ბეირუთი ისრაელის თავდასხმის შემდეგ, ლიბანი, 28 სექტემბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Hassan Ammar
ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავებულ კაცს ჭრილობას უმუშავებენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, ბეირუთი, ლიბანი, 28 სექტემბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Hassan Ammar

ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, ბეირუთს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც „ჰეზბოლას” სამხედრო ლიდერები დაჯგუფების შტაბ-ბინაში ერთმანეთს ხვდებოდნენ.

ჰასან ნასრალა უკვე სამ ათეულ წელზე მეტია, ხელმძღვანელობს ირანის მიერ მხარდაჭერილ შიიტურ სამხედრო დაჯგუფება „ჰეზბოლას”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend