საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ზოგიერთ მაღალმთიან რეგიონში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო.
ამინდის შესაძლო გაუარესების გამო, ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის აღწერა 8 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
აღწერის ფარგლებში საქსტატის 150-მდე ინტერვიუერი კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას პლანშეტური კომპიუტერების საშუალებით გამოჰკითხავენ.
უფრო ვრცლად ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა.