მთავარისაქართველო27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

31 წლის წინ ამ დღეს სოხუმი დაეცა. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი, შემდეგ კი ყველა მათგანი დახვრიტეს. ამ დღეს წინ უძღოდა ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

1993 წლის 27 სექტემბერს საქართველოს სამთავრობო ძალების სამხედროებმა, შტაბის სარდლობამ და სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ სოხუმი დატოვეს.

სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა რამდენჯერმე მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა რუსეთმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა შეთანხმებები დაარღვიეს.

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების მიზნით და სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

დროშები დაშვებულია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა უწყებების შენობებზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend