მთავარიევროპაბელარუსირას ჰყვება ბელარუსი პოლიტიკური პატიმარი ბელარუსის ციხის პირობებზე

რას ჰყვება ბელარუსი პოლიტიკური პატიმარი ბელარუსის ციხის პირობებზე

იზოლირებული და მტანჯველი – ასე აღწერს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ ბელარუსის ციხეში პოლიტიკური პატიმრებისთვის არსებულ პირობებს.

ბელარუსმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა, ნატალია ჰერშმა ეს თავის თავზე გამოცადა. ახლა, როდესაც ნატალია ისევ თავისუფალია იბრძვის იმ 1400 ადამიანისთვის, რომლებიც კვლავ ციხის გისოსებს მიღმა არიან. ნატალიას სურს, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ დავიწყებული.

„დიქტატორული რეჟიმებისთვის პოლიტიკური პატიმრები ყველაზე უფრო საშინელ ადამიანებად მიიჩნევიან. რატომ უნდა გაათავისუფლონ ეს ადამიანები? ისინი, ალბათ, ქვეყნის დატოვების შემდეგ გააქტიურდებიან, რაც დიქტატურისთვის დიდი საფრთხეა“, – აცხადებს ნატალია ჰერში.

ბელარუსის ციხეებში მკაცრი პირობებია. ნატალიას უწევდა 46 დღე ერთ-ნახევარი კვადრატული მეტრის ზომის საკანში ყოფნა იმის გამო, რომ ბელარუსის რეჟიმისთვის ფორმების შეკერვაზე უარი თქვა.

„ეს ცალსახად წამება იყო. იმის გამო, რომ საკანში დაბალი ტემპერატურა იყო, ღამე ვერ დაიძინებდი. აგრეთვე, არ იყო საწოლები. ციოდა. შენ შეგეძლო თვალები მოგეხუჭა მაქსიმუმ ათი წუთი და შემდეგ ისევ უნდა გაგეღვიძა და თავი გაგეთბო. ამ პერიოდში ტრავმაც მივიღე, ფეხი მოვიტეხე“, – ამბობს ნატალია ჰერში.

ნატალია პატიმრობის პერიოდში თავისი აქტივობების შესახებ ჰყვება.

„მე არ ვწერდი, მაგრამ ვმღეროდი. წინასწარი დაკავების იზოლატორში სხვა პოლიტიკური პატიმარიც იყო და სიმღერით ერთმანეთს ემოციებს ვუზიარებდით. როცა ის მღეროდა, მე ვტიროდი და პირიქით“.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რომელ სიმღერას მღეროდა ნატალია, მან უპასუხა – „კუპალინკა“. „კუპალინკა“ ტრადიციული ბელარუსული ხალხური სიმღერაა, რომელსაც ბელარუსში საპროტესტო გამოსვლებზე ხშირად მღეროდნენ და მას შემდეგ ეს სიმღერა წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend