მთავარიკულტურაბრიუსელი დიზაინის ფესტივალს მასპინძლობს

ბრიუსელი დიზაინის ფესტივალს მასპინძლობს

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ერთი თვის განმავლობაში დიზაინის ფესტივალს მასპინძლობს. შესაბამისად ხელოვნებამ დედაქალაქის თითქმის ყველა კუთხე მოიცვა. ფესტივალზე სიურრეალიზმით და ეკლექტურობით ჯაკოპო კონინგის ნამუშევრები გამოირჩევა.

„ყოველდღიურად ვგრძნობ, რომ სამყაროს აბსურდულად აღვიქვამ. ამიტომ მხოლოდ ისეთი ნამუშევრების შექმნა შემიძლია, რომლებიც ჩემთვის აბსურდული და ერთი შეხედვით აზრს მოკლებულია. თუმცა სხვა თვალით შეხედვისას, ყველას შეუძლია მათ თავისი ახსნა მოუძებნოს”, – ამბობს ჯაკოპო კონინგი.

მისი ნამუშევრები დიდწილად შთაგონებულია დადაიზმითა და აბსურდიზმით.

„დადაიზმი ცდილობს ის განადიდოს, რაც შემთხვევითია, რასაც თავიდანვე არ აქვს შინაარსი. თუმცა შემდეგ შეგიძლია მას საკუთარი ახსნა მოუძებნო”, – ამბობს ჯაკოპო კონინგი.

ფესტივალის ფარგლებში სექტემბრის ბოლომდე ათობით ღონისძიებაა დაგეგმილი, სადაც ისეთი ინოვაციური ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, რომლებსაც სპეციფიკური პრაქტიკული ფუნქცია გააჩნიათ. მათ შორისაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის შექმნილი ეტლი, სახელწოდებით “Hugo”, რომელიც სხვა ეტლებთან შედარებით უფრო გამძლეა.

„სამწუხაროდ, ყველა ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა ერთ და ორ წელიწადში ერთხელ იყიდოს ეტლი. ამ ეტლს რეგულირებადი ჩარჩო აქვს, რაც საშუალებას იძლევა, რომ ეტლი ბავშვთან ერთად გაიზარდოს”, – ამბობს ფესტივალის კულტურული პროექტის მენეჯერი, დანიელა ვერვლოეტი

ხელახალი გამოყენება და ადაპტაცია ფესტივალი თემატიკის ნაწილია. ფესტივალის მიზანია მდგრადი განვითარების გზების პოვნა.

„ძველის ნგრევა და შემდგომ ახლის შენება, უზარმაზარი ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს. მშენებლობისას, რაც სინამდვილეში გვჭირდება ის არის, რომ შენობას ძლიერი სტრუქტურა ჰქონდეს, რომ მან დიდხანს გაძლოს. ამისთვის საჭიროა შენობის ადაპტაციისა და შენობების სტრუქტურის შესაბამისი რეგულაციები”, – ქალაქმშენებელი, ანტონ კრაჰაი.

დიზაინის ფესტივალი ბრიუსელში მომავალ წელსაც გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend