მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში იმყოფება, სადაც ცდილობს, უკრაინისთვის დამატებითი მხარდაჭერა მოიპოვოს

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში იმყოფება, სადაც ცდილობს, უკრაინისთვის დამატებითი მხარდაჭერა მოიპოვოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევისთვის დამატებითი მხარდაჭერის მოპოვების მიზნით პენსილვანიის შტატში საბრძოლო მასალის ქარხანას ეწვია.
საბრძოლო მასალის ქარხანა, აშშ – Copyright AP

რუსებთან გასამკლავებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანი და საჭირო საბრძოლო მასალა ჰაუბიცის ჭურვია. გასული წლის განმავლობაში წარმოება გაიზარდა და კიევს სამ მილიონამდე ჭურვი გადაეცა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მისთვის და მისი გუნდისთვის დიდი პატივია, აქ ყოფნა.  ამერიკაში ვიზიტიც მან პენსილვანიის შტატიდან, ამ ქალაქიდან და ამ ქარხნიდან დაიწყო. ზელენსკი მადლობას უხდის იმ 400 თანამშრომელს, რომლებიც მილიონობით უკრაინელის გადარჩენას უწყობენ ხელს.

ვოლოდიმირ ზელენსკის დატვირთული კვირა ელის. იგი დღეს სიტყვით უნდა გამოვიდეს გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ შეკრებაზე. ხვალ იგი შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება, შემდეგ კი – ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend