მთავარისაქართველოჯოზეფ ბორელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს ე.წ. „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ მიღებული კანონი

ჯოზეფ ბორელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს ე.წ. „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ მიღებული კანონი

საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს მიღებულ კანონთა პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა.

ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონი ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებას ზღუდავს, რაც, თავის მხრივ, ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამოა.

„საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, რომლებიც ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის და დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას გაზრდის. მოვუწოდებ საქართველოს ეს კანონი გაიწვიოს, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან უფრო შორს გადაჰყავს“, – დაწერა ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ზე.

შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტმა ბოლო პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, 84 არც ერთის წინააღმდეგ, მიიღო კანონთა პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ცვლილებას 18 მოქმედ კანონში. ცვლილებების შემდეგ დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend