მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროკომისიამ წარადგინა შეთავაზება ზოგიერთ გარე სივრცეში თამბაქოს მოწევის შეზღუდვაზე

ევროკომისიამ წარადგინა შეთავაზება ზოგიერთ გარე სივრცეში თამბაქოს მოწევის შეზღუდვაზე

რამდენიმე წელიწადში ბარების ტერასებზე მწეველი ადამიანები შესაძლოა ვეღარც კი ნახოთ. 17 სექტემბერს ევროკომისიამ წარადგინა შეთავაზება, რომლის მიხედვითაც, ფართოვდება ის ადგილები, სადაც მოწევა იკრძალება. ეს ადგილებია: სათამაშო მოედნები, საცურაო აუზები, ავტობუსის გაჩერებები, სადგურები და ღია სივრცეები სკოლებსა და საავადმყოფოებთან. ბრიუსელი ითხოვს, რომ ეს წესი ელექტრონულ სიგარეტებზეც გავრცელდეს.

ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც თავად მწეველია, ამბობს, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან თამბაქოს სუნი არ არის სასიამოვნო არამწეველებისთვის. თუმცა მისთვის ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოწევას თავი დაანებოს.

ახალი შეთავაზება არ არის სავალდებულო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნებს არ აიძულებენ ამ რეგულაციების აღსრულებას. თუმცა თამბაქოს საწინააღმდეგო ორგანიზაციებისთვის ეს მაინც კარგი ამბავია.

ორგანიზაცია SmokeFree Partnership-ის წარმომადგენლის ფრანჩესკო დ’აპოლიტოს თქმით, მათ გააფართოვეს 2009 წელს მიღებული რეკომენდაციები, რომლებიც პარკებსა და სათამაშო მოედნებზე ვრცელდება, თუმცა ამას დაემატა რეგულაციები იმ პროდუქტებზეც, რომლებიც საფრთხის შემცველად მიიჩნევა მოზარდებისთვის. იგი დარწმუნებულია, რომ ამ შეთავაზებას მოჰყვება შედეგი და მოზარდებში შემცირდება თამბაქოსა და განსაკუთრებით ახალი პროდუქციის მოხმარება.

ამ რეკომენდაციით ევროკომისია ცდილობს, მიაღწიოს თავის მიზანს და 2040 წლისთვის არამწეველი თაობა წამოვიდეს, მწეველთა რაოდენობა კი, დღევანდელ 24 პროცენტთან შედარებით, 5 პროცენტამდე დავიდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend