მთავარისაქართველოსალომე ზურაბიშვილი „ძლიერ საქართველოსა” და „გახარია საქართველოსთვის” გაერთიანებისკენ მოუწოდებს

სალომე ზურაბიშვილი „ძლიერ საქართველოსა” და „გახარია საქართველოსთვის” გაერთიანებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამართა ბრიფინგი, სადაც მოუწოდა გაერთიანებას „ძლიერი საქართველოსთვის” და პარტიას „გახარია საქართველოსთვის” კოალიციის შექმნისკენ.

პრეზიდენტმა მზაობა გამოთქვა, ამ პროცესში შეასრულოს შუამავლის როლი.

„მივესალმები მამუკა ხაზარაძის მზადყოფნას და მზაობას გიორგი გახარიას მხრიდან. საბოლოო გადაწყვეტილებისთვის ხვალ ორბელიანების სასახლეში ვეპატიჟები ორივე პოლიტიკურ ძალას, რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და გაიმეორა, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასია.

„ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს. ეს არჩევანი განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა ევროპა, თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც გვიბიძგებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი.

ჩვენ ეს ქვეყანა არავისთვის დაგვითმია და არც არავის დავუთმობთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend