მთავარიამერიკააშშფლორიდის შტატში დონალდ ტრამპზე შეიარაღებული თავდასხმა აღკვეთეს

ფლორიდის შტატში დონალდ ტრამპზე შეიარაღებული თავდასხმა აღკვეთეს

FBI დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის მეორე ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს. შემთხვევა მოხდა ფლორიდის შტატში, ტრამპის კუთვნილ გოლფ კლუბთან, სადაც მისი დაცვის წევრების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი დროს ხშირად ატარებს. FBI-ს განცხადებით, გაურკვეველი იყო, ვის ესროდა შეიარაღებული პირი, რის გამოც თავდაპირველად შემთხვევა ტრამპზე თავდასხმად არ ჩაითვალა.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტმა ცეცხლი გაუხსნა შეიარაღებულ პირს, რომელიც 400-500 მეტრის მოშორებით ბუჩქებში იმალებოდა. ეჭვმიტანილმა გაქცევა მოახერხა, თუმცა ის დააკავეს იმ მოწმეების დახმარებით, რომლებმაც დაინახეს, თუ როგორ ჯდებოდა მანქანაში.

პლატფორმა X-ზე დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კარგად არის, უსაფრთხოდაა და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. აგრეთვე, მან აშშ-ის საიდუმლო სამსახურს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ბრძოლას არასდროს შეწყვეტს. მომხდარს გამოეხმაურნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. მათ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ აშშ-ში ძალადობის ადგილი არ არის.

„ყოფილი პრეზიდენტი სამხრეთ ფლორიდაში, თავის რეზიდენციაში დაბრუნდა, ხოლო აშშ-ის საიდუმლო სამსახური აცხადებს, რომ ტრამპი უსაფრთხოდ არის. მის ოპონენტს დემოკრატიული პარტიიდან, კამალა ჰარისსა და აგრეთვე, ჯო ბაიდენს მომხდარის შესახებ უკვე აცნობეს. ჰარისის თქმით, ის მოხარულია, რომ ტრამპი უსაფრთხოდაა. მისი აზრით, აშშ-ში ძალადობის ადგილი არ არის“, – აცხადებს ჟურნალისტი ბილ ბეროუ.

ეს დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობის მეორე შემთხვევაა. თავდაპირველად მას ივლისში, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში, ესროლეს და მას შემდეგ, ტრამპი ამომრჩეველს ტყვიაგაუმტარი მინის ბარიერიდან ესაუბრება. აშშ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატის მოკვლა ორჯერ სცადეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend