მთავარისაქართველოსოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 121-ე შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, გამყოფ ხაზთან მომხდარი რამდენიმე ინციდენტი განიხილეს, მათ შორის, უკანონო ბორდერიზაციისა და მოქალაქეთა დაკავების ფაქტი. დღევანდელი შეხვედრა თვენახევრიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმართა.

„განვიხილავთ ყველა ინციდენტს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე. უკანონო ბორდერიზაციის რვა შემთხვევა დაფიქსირდა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. ადგილი ჰქონდა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას და ასევე რამდენიმე მონაკვეთზე რკინის ძელები დამონტაჟდა. რაც შეეხება უკანონო დაკავებას, ექვსი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. 10 სექტემბერს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. ტაჯიკეთის მოქალაქეები უკვე გათავისუფლდნენ. ასევე დააკავეს მამა-შვილი ჯოხაძეები. მამა, რომელიც ხანდაზმულია, გაათავისუფლეს. ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება საქართველოს ათი მოქალაქე. მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოხდეს საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და ისინი უმოკლეს დროში დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს“, – განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend