მთავარისაქართველოსალომე ზურაბიშვილი „ყირიმის პლატფორმის“ მეოთხე სამიტზე სიტყვით წარდგა

სალომე ზურაბიშვილი „ყირიმის პლატფორმის“ მეოთხე სამიტზე სიტყვით წარდგა

გუშინ, 12 სექტემბერს, „ყირიმის პლატფორმის” მეოთხე სამიტი გაიმართა. სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა რუსული აგრესიის ნამდვილი სახე გვაჩვენა და ეს მხოლოდ უკრაინის ტრაგედია არაა; ეს გაფრთხილებაა მსოფლიოსთვის, რომ თუ რუსეთი არ შეაჩერეს, ის ამ სასტიკი მეთოდების გამოყენებას გააგრძელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი უკრაინის გვერდით დგას, ისევე როგორც მთელი მსოფლიო. მისივე თქმით, უკრაინის სრული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კრიტიკული ნაბიჯია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რადგან რუსეთმა საზღვრების პატივისცემა უნდა ისწავლოს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოში, მოლდოვასა და დანარჩენ ევროპაშიც.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ექსპანსია აფხაზეთის ოკუპაციიდან ყირიმის ანექსიამდე, ან მის ბოლოდროინდელ ნაბიჯამდე, ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნასთან დაკავშირებით, დაუშვებელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend