კომპანია BMW-მ სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობის გამო 1,5 მილიონზე მეტი გაყიდული ავტომობილი დაიბრუნა უკან, რაც კომპანიას რამდენიმე ასეული მილიონი ევროს ზარალს მოუტანს.
დახარვეზებული სამუხრუჭე სისტემები აღმოჩნდა სხვა ავტობრენდებშიც, რომლებიც BMW-ს ნაწილებით აწარმოებენ ავტომობილებს, მათ შორისაა: Mini Cooper, Countryman და Rolls-Royce.
BMW-მ განაცხადა, რომ ამ ამბავმა კომპანიის მოგებაზე ძალიან ნეგატიურად იმოქმედა, მათი აქციები 11%-ით დაეცა, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ციფრია. ასევე მათი თქმით, უახლოეს პერიოდში შედარებით ნაკლებ მანქანას გამოუშვებენ. გარდა ამისა, კომპანიაში დასაქმებულთა ხელფასებიც შემცირდა.
ამ ყველაფერს დაემატა არეულობა ევროპულ ავტოინდუსტრიაში, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ კომპანია Volkswagen-მა გასულ კვირას გერმანული ქარხანა დახურა.
Volkswagen-ის აქციები 2.7%-ით დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2020 წლის მარტის შემდეგ.
ავტომობილების ევროპელი მწარმოებლები დიდი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგანან. კომპანიებში დასაქმებული პირები ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ და ასევე ჩინეთის ბაზარმა საგრძნობლად გაზარდა ელექტრომობილების წარმოება. თუმცა ჯერჯერობით გერმანიიდან მაინც გრძელდება სხვადასხვა მაღალი კლასის ავტომობილის ექსპორტი ამა თუ იმ ქვეყანაში.