სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მოთხოვნა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა. ამას უწყვეტად ითხოვენ უკვე 183 დღეა.
საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, ამ დრომდე არც კომპანიის და არც ხელისუფლების მხრიდან აქციას რეაგირება არ მოჰყოლია. შესაბამისად, შუქრუთელებმა სოფელში გამართული აქციის პარალელურად თბილისში, პარლამენტის წინ, უვადო აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს.
პროტესტის ნიშნად უკვე მე-11 დღეა, რაც 5-მა ადამიანმა პირი ამოიკერა.