მთავარიმსოფლიოეგვიპტეევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ეგვიპტეში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ეგვიპტეში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ეგვიპტეს ეწვია. მან პრეზიენტ აბდელ ალ-სისისთან ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართა. მათ ისაუბრეს, თუ რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს ღაზაში მყოფი ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად. ამასთანავე, ეგვიპტე, აშშ და კატარი ცდილობენ, შუამავლის როლი შეასრულონ ღაზაში ცეცხლის დროულად შესაწყვეტად.

„დღეს ყველაზე აქტუალურია ღაზაში სასწრაფო დახმარების მანქანების შეყვანა და დაჭრილებისთვის დახმარების გაწევა. ამიტომ ევროკავშირი მზადაა, შესთავაზოს თავისი ლოგისტიკური შესაძლებლობები ამ საზღვრის ხელახლა გასახსნელად. ევროპელი პერსონალი განლაგდება ამ საზღვრის მეორე მხარეს, რათა საზღვრები იყოს ღია”, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.

ვარაუდობენ, რომ რომ ბორელი დაიწყებს ევროკავშირის პროექტს ეგვიპტეში მყოფი ღაზელი ბავშვების დასახმარებლად.

ბორელმა ისაუბრა რაფაჰის გადასასვლელთან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის შესახებაც, რომელიც დაეხმარება ღაზელ ბავშვებსა და მათ აღმზრდელებს ეგვიპტეში.

ჯოზეფ ბორელის ვიზიტი არის ევროკავშირის მისიის ნაწილი, რომელიც რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამ კვირის ბოლოს ეწვევა ლიბანს მოლაპარაკებების გასამართად, რათა განიხილოს ქვეყნის სტაბილურობა და მისი როლი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend