ბათუმში აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვსა და იაშარ გიულერთან, ორმხრივი შეხვედრები გამართა.
თურქ კოლეგასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, სამხედრო-საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებას, ასევე საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობას.
შეხვედრაზე ისაუბრეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში თურქეთის წვლილზე. მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის, სამხედრო განათლების საკითხებიც განიხილეს.