მთავარისაქართველო„მინდა ვიცოცხლო” - ამ გზავნილით მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ

„მინდა ვიცოცხლო” – ამ გზავნილით მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან სხვადასხვა მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილობით მიმართეს.

„მინდა ვიცოცხლო” – ასეთია ამ შეკრების მთავარი გზავნილი. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც ჯანდაცვის პროგრამაშია შესული, დეფიციტშია და პაციენტებს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამლებზე ხელი არ მიუწვდებათ.

აქცია სლოგანით „მინდა ვიცოცხლო” მთავრობის ადმინისტრაციასთან არაერთხელ გაიმართა. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ ონკოპაციენტებს დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებოდათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend