მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთში გეგმავენ, სკოლებში მობილური ტელეფონები აკრძალონ

საფრანგეთში გეგმავენ, სკოლებში მობილური ტელეფონები აკრძალონ

საფრანგეთში 200 საშუალო სკოლა მობილური ტელეფონების აკრძალვის ექსპერიმენტს ატარებს. აკრძალვის მიზანია ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვა და კიბერბულინგის დაძლევა. ე.წ „ციფრული შესვენება“ გულისხმობს სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების სრულ აკრძალვას.

ეს ინიციატივა ერთნაირად ახარებს როგორც სკოლის თანამშრომლებს, ასევე მოსწავლეებს…

ფაბიენ ლეოქსი, საფრანგეთის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი ამბობს, რომ „ეს ინიციატივა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მთელი დღის განმავლობაში ტელეფონების გარეშე იყვნენ და ასწავლის მათ სხვაგვარად ცხოვრებას შესვენების დროსაც კი“.

სკოლამ თავისივე ხარჯებით შეიძინა ტელეფონების შესანახი პორტფელები, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 300 ევროს.

ნიკოლ ბელუბე, საფრანგეთის განათლების მინისტრი განმარტავს, რომ ფინანსური ხარჯი, რომელიც ამ პროცესს თან ახლავს, ძალიან მოკრძალებულია.

თუ ექსპერიმენტი კარგად ჩაივლის, აკრძალვა გავრცელდება საფრანგეთის ყველა სკოლაზე 2025 წლის იანვრიდან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend