მთავარისაქართველოსაპატრიარქოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე იმსჯელეს

საპატრიარქოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე იმსჯელეს

დღეს საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრა გაიმართა, სადაც სასულიერო პირებმა განიხილეს მმართველი პარტიის იდეა, რომელიც საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას უკავშირდება.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ, განაცხადა, რომ ამ შეთანხმებას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმულირება არ ექნება.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის შემოთავაზება გულისხმობდა ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას და ამის საკონსტიტუციო ჩანაწერით გამყარებას. ანდრია ჯაღმაიძემ ასევე განმარტა, რომ ვინაიდან საქმე საკონსტიტუციო ჩანაწერს უკავშირდება, საჭიროა ამ ჩანაწერის ფორმულირების მოფიქრება. ის ამბობს, რომ ამ საკითხის დაჩქარებულად გადაწყვეტა არ ღირს, რადგან საკონსტიტუციო ჩანაწერის შექმნა სერიოზული ნაბიჯია.

საქართველოს მთავრობის წევრების მხრიდან კი კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ეკლესიის თანხმობის გარეშე არ გაკეთდება არანაირი ჩანაწერი.

„გეტყვით ძირითად პუნქტებს, რაც არის მნიშვნელოვანი ამ საკითხში. პირველი არის ის, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმულირება არ ექნება ამ შეთანხმებას.

სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზება არის თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას, ამაზე მღვდელმთავრების უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს მისაღებია. დანარჩენი ფორმულირება საბოლოო სახით როგორი იქნება, ეს ცოტა მოგვიანებით გვეცოდინება.მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებაზეა საუბარი. სწრაფად ამის მიღება საბოლოო სახით გაჭირდება, რადგანაც მეტ მსჯელობას და დროს მოითხოვს“- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend