მთავარიევროპალატვიალატვიაში ნატოს მულტინაციონალური სამხედრო ბაზა გაიხსნა

ლატვიაში ნატოს მულტინაციონალური სამხედრო ბაზა გაიხსნა

ლატვიაში, ადაზის სამხედრო ბაზაზე  ოფიციალურად გაიხსნა ნატოს მულტიეროვნული ბრიგადისთვის განკუთვნილი ახალი ინფრასტრუქტურა.

კანადის მიერ დაფინანსებული დაწესებულებებში განთავსდება ბრიგადის ტანკები და ჯავშანმანქანები, სადაც ასევე შესაძლებელი იქნება ამ ტექნიკის მოვლა-პატრონობა და შეკეთება.

კანადის შეირარებული ძალების მეთაური ლატვიაში ჯეიმს სმიტი ამბობს, რომ ეს არის მულტიმილიონიანი პროექტი და მისი ღირებულება სცდება 7 მილიონ ევროს. მისი თქმით ის წარმოადგენს კიდევ ერთ საშუალებას, რათა წინ აღუდგნენ შესაძლო აგრესიას. ჯეიმს სმიტი დასძენს რომ ისინი აქ კრებენ უფრო მეტ ძალასა და ხალხს, მიმდინარეობს წვრთნები და მიაქვთ დამატებითი აღჭურვილობა.

 როგორც ვარაუდობენ ბრიგადა 2026 წლისთვის საბრძოლო მზადყოფნაში იქნება.

ამავდროულად ლიეტუვაში, კერძოდ რუკლაში სამხედრო ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს. ბაზა, რომელსაც გერმანია აფინანსებს, ერთ-ერთია იმ ორი ბაზიდან, სადაც ლიეტუვაში გერმანელი სამხედროები არიან განლაგებული.

გერმანიის საველე არმიის მეთაური ჰარალდ განტე ამბობს, რომ ბაზის მშენებლობა უკავშირდება შეკავებასა და რუსეთს. მისი თქმით მათ  უნდა შეძლონ გერმანული ჯავშანტექნიკის ბრიგადის განთავსება ლიეტუვაში, რათა უზრუნველყონ დასავლური ერების თავისუფლება.

ბრიგადის შემადგენლობაში დაახლოებით 2000 ჯარისკაცი და სხვადასხვა საბრძოლო მანქანა შედის. სამხედრო ბაზა კი სრულად მოქმედი 2027 წლისთვის გახდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend