მთავარიკუბიმარკ ცუკერბერგი თეთრი სახლის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

მარკ ცუკერბერგი თეთრი სახლის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

კომპანია მეტას დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ ნანობს, რომ დაემორჩილა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ცენზურის ქვეშ მოაქციოს გარკვეული მასალები სოციალურ ქსელში, რომელიც შეეხებოდა კოვიდ-19-ის პანდემიას. ცუკერბერგის თქმით, ეს იყო არასწორი და მომავალში აპირებს, რომ გაუწიოს წინააღმდეგობა ასეთ ზეწოლას.

თავისი უკმაყოფილება მარკ ცუკერბერგმა გამოხატა წერილში, რომელიც გაუგზავნა რესპუბლიკელთა წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტს. წერილში ვკითხულობთ, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები არაერთხელ ახდენდნენ ზეწოლას მეტას გუნდზე რამდენიმე თვის განმავლობაში, რათა მეტას დაეცენზურა კოვიდ-9-ის კონტენტის ნაწილი, მათ შორის იუმორი და სატირა.

„მიმაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა იყო არასწორი და ვნანობ, რომ არ გამოვხატეთ ეს უფრო ღიად. მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ არ უნდა წავიდეთ კომპრომისზე განხორციელებული ზეწოლის გამო ნებისმიერი ადმინისტრაციის მხრიდან, ნებისმიერი მიმართულებით და ჩვენ მზად ვართ. გავუწიოთ წინააღმდეგობა თუ ეს კვლავ განმეორდება“, – აღნიშნავს ცუკერბერგი რესპუბლიკელების მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

ცუკერბერგი ასევე გამოხატავს სინანულს იმასთან დაკავშირებით, რომ ფაქტობრივად დაფარა, ანუ შეზღუდა სტატიის ხილვადობა, რომელიც შეეხებოდა “ნიუ იორკ პოსტის” სტატიას ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის შესახებ.

ცუკერბერგი წერს, რომ FBI-მ გააფრთხილა მეტა პოტენციურ რუსულ დეზინფორმაციაზე ბაიდენის ოჯახთან დაკავშირებით 2020 წლის არჩევნებამდე.

„იმ შემოდგომაზე, როდესაც ჩვენ ვნახეთ “ნიუ იორკ პოსტის” სტატია, რომელიც შეეხებოდა კორუფციაში გარევის ბრალდებებს მაშინდელი დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ოჯახის წევრის მიმართ, ჩვენ გავუგზავნეთ ეს ინფორმაცია ფაქტების გადამმოწმებლებს და დროებით შევზღუდეთ ინფორმაციის გავრცელება, სანამ პასუხს ველოდით ფაქტჩეკერებისგან. მას შემდეგ ნათელი გახდა, რომ ამბავი არ იყო რუსული დეზინფორმაცია და დღევანდელი გადმოსახედიდან ვიაზრებ, რომ ეს არ უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ შევცვალეთ ჩვენი პოლიტიკა და სისტემური პროცესი, რათა დავრწმუნდეთ რომ ეს აღარ განმეორდეს – მაგალითად, ჩვენ დროებით აღარ ვზღუდავთ ამბებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სანამ მივიღებთ პასუხს ფაქტების გადამმოწმებლებისგან“, – წერს მარკ ცუკერბერგი.

ცუკერბერგი ასევე წერილის ბოლოს აღნიშნავს, რომ აღარ დააფინანსებს წინასაარჩევნო ინფრასტრუქტურას, ისე როგორც ეს გააკეთა წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend