მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელი სამხედროები კურსკში კვლავ დაწინაურდნენ

უკრაინელი სამხედროები კურსკში კვლავ დაწინაურდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით ფრონტის ხაზზე განსაკუთრებით აქტიური საბრძოლო მოქმედებები კვლავ დონეცკის ფლანგზე მიმდინარეობს.

მთლიან ფრონტზე ერთ დღეში 146 სხვადასხვა ინტენსივობის საბრძოლო მოქმედება დაფიქსირდა, თუმცა დონეცკის ოლქში, მაგალითად პოკრო ვსკის ფლანგზე 42  იერიში მოიგერიეს უკრაინელმა სამხედროებმა.

დასახლება ვოდიანეს ფლანგზე კი 30.  ინტენსიური საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იყო უკრაინული ქალაქები და სოფლები. ამ ფონზე კი უკრაინის არმიის წინსვლა გრძელდება. ვოლოდომირ ზელენსკის თქმით იზრდება რუსეთის იმ ტერიტორიის ფართობი, რომელიც შესაძლოა გაიცვალოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებში.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კიევი გაყინული რუსული აქტივებიდან რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს მიიღებს.

 “წინ წავიწიეთ კურსკში. ერთიდან სამ კილომეტრამდე. დავამყარეთ კონტროლი დამატებით ორ დასახლებულ პუნქტზე. აქტიური ოპერაციები  გრძელდება სხვა დასახლებებშიც და ვზრდით ჩვენს “გასაცვლელ ფონდს”. ვისაუბრეთ დონეცკის ოლქში არსებულ სიტუაციაზე. თავდაცვით მოქმედებებზე. ყველაზე დიდი ყურადღება ეთმობა ნოვოჰოდრივკას და ვოდიანეს სადაც შეტევა განსაკუთრებით ინტენსიურია. დიდი შვიდეულის გადაწყვეტილებით, უკრაინა რუსული აქტივებიდან 50 მილიარდ დოლარს მიიღებს”,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend