საქართველოს პრეზიდენტმა 17 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეწყალების აქტს სალომე ზურაბიშვილმა ხელი დღეს, 26 აგვისტოს მოაწერა.
17 მსჯავრდებულიდან 13 სასჯელისგან სრულიად გათავისუფლდა. მათ შორის ორი ქალია. დანარჩენ 4 მსჯავრდებულს პატიმრობის ვადა შეუმცირდა. პრეზიდენტმა აგვისტოს თვეში სულ 39 მსჯავრდებული შეიწყალა