რუსული წყაროები ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ სუროვიკინოში პატიმრების მიერ მკაცრი რეჟიმის მე-19 კოლონიის ბუნტის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.
რუსული მედიის ცნობით, ციხეში სადისციპლინო კომისიის სხდომა იმართებოდა. არსებული ცნობით, საპატიმროში მყოფებს მძევლად რამდენიმე პირი ჰყავდათ აყვანილი.
პატიმრების მიერ ციხის ხელში ჩაგდებას ადასტურებს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის რეგიონული სამმართველო. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს „მძევალთა გათავისუფლების ღონისძიება“, უცნობია მძევალთა ზუსტი რაოდენობა.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეთაურთან დისტანციურ შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ ციხის ამბოხი სპეცრაზმის დახმარებით ჩაახშეს.