მთავარიევროპაუკრაინაუკრაინული მხარე რუსეთის 94 დასახლებას აკონტროლებს

უკრაინული მხარე რუსეთის 94 დასახლებას აკონტროლებს

ბოლო მონაცემებით, კურსკის ოლქში უკრაინულმა ძალებმა კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი აიღეს. ეს 94-ე რუსული დასახლებაა, რომელსაც უკრაინული მხარე აკონტროლებს.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, კურსკში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო შენაერთები ზაპორიჟიეს ფრონტიდან გადაჰყავს რობოტინოს ფლანგზე. ეს ის მონაკვეთია სადაც უკრაინულმა ჯარმა პირველი კონტრიერიშის დროს რუსული თავდაცვის ზღუდე – „სუროვიკინის ხაზი“ გაარღვია.

კურსკში წარმატებული ოპერაციების პარალელურად, რთული ვითარებაა დონეცკის ფლანგზე. 

დასახლება პოკროვსკის მიმართულებაზე კვლავ მძიმე ბრძოლებია და როგორც ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთის საოკუპაციო არმია გარკვეულწილად დაწინაურდა.

თუმცა კვლევითი ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ კურსკში განვითარებულმა სამხედრო დაპირისპირებამ ფრონტის სხვა მიმართულებებზე საბრძოლო მოქმედებების ტემპი შეანელა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, ერთ დღეში 144 საბრძოლო დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. კრემლმა უკრაინას 67 ავიადარტყმა მიაყენა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend