მთავარიევროპაუკრაინარუსეთის კურსკის რეგიონში გრძელდება უკრაინელთა სამხედრო ოპერაცია

რუსეთის კურსკის რეგიონში გრძელდება უკრაინელთა სამხედრო ოპერაცია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკში 74 დასახლებას აკონტროლებენ. მან მადლობა გადაუხადა ოპერაციაში მონაწილე სამხედროებსა და მეთაურებს, რადგან მათ დაამტკიცეს, რომ უკრაინელებს, შეუძლიათ მიზანს ნებისმიერ სიტუაციაში მიაღწიონ და დაიცვან თავიანთი ინტერესები და დამოუკიდებლობა.

ზელენსკის თქმით, მათ ახლა ბოლომდე უნდა გამოიყენონ ის მიღწევები, რომლებიც აქვთ და ამას აუცილებლად გააკეთებენ.

უკრაინამ უპრეცედენტო სამხედრო ოპერაცია რუსეთის ტერიტორიაზე ცხრა დღის წინ დაიწყო. ეს მოულოდნელი აღმოჩნდა რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც ამ შეტევის შეჩერებას ცდილობენ.

ბელგოროდის გუბერნატორმა უკრაინელთა შეტევის გამო რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ არმიის შენაერთებმა შეაჩერეს უკრაინელები, რათა უფრო ღრმად არ შესულიყვნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ვლადიმერ პუტინს მიაჩნია, რომ კიევს ამ სამხედრო ოპერაციით სურს, რუსეთმა  დონბასში ყურადღება მოადუნოს, თავად კი შესაძლო მოლაპარაკებებში უპირატესობა მოიპოვოს.

თუმცა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ საზღვრებს მიღმა მიმდინარე ოპერაციის მიზანია, დაიცვას  უკრაინის ტეროტორია შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისგან, რომლებსაც კურსკიდან უშვებდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend