ჩათბოტი “გროკი“, რომელიც პლატფორმა იქსსზე, ანუ ყოფილ ტვიტერზე მუშაობს, უკვე წარუდგინეს მომხმარებლებს, რომლებიც იქსის ფასიან ვერსიას იყენებენ.
“გროკი” ტექსტის სახით აღწერის მიღების შემდეგ, აგენერირებს ინფორმაციას და მისგან გამოსახულებას ქმნის. იქსის გამომწერები ცდილობენ, გატესტონ ხელოვნური ინტელექტი.
ზოგიერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ძალიან გაერთო ახალი ჩათბოტით, ზოგის თქმით კი ის ისეთივე ქაოსურია, როგორც ყველაფერი, რასაც ილონ მასკი სოციალურ ქსელში აკეთებს.
მომხმარებლებმა შენიშნეს, რომ “გროკს” ფაქტობრივად არ გააჩნია არანაირი ფილტრი უსაფრთხოების და ყველანაირი გამოსახულების გენერირების საშუალებას იძლევა.
გამოსახულებებს შეძლება გამოჩნდეს ნარკოტიკიც, იარაღიც ასევე შეუძლია, დახატოს კრიმინალური სცენა.
მომხმარებლებმა ასევე შექმნეს პოლიტიკოსი ქალების გაშიშვლებული გამოსახულებები და ასევე ნაცისტური სიმბოლიკის მქონე ნახატები.
თავად “გროკი” მომხმარებელს პასუხობს, რომ ცდილობს არ შექმნას პორნოგრაფიული ხასიათის გამოსახულება, ასევე ზედმეტად ძალადობრივი ან ისეთი, რაც ძალადობას გაუწევს პროპაგანდას, თუმცა მიუხედავად ამისა სოციალურ ქსელში უკვე გააკეთეს “გროკის” მიერ შექმნილი ისეთი გამოსახულებები, რომლებიც ასახავს ძალადობას.
Oh my god. Grok has absolutely no filters for its image generation. This is one of the most reckless and irresponsible AI implementations I've ever seen. pic.twitter.com/oiyRhW5jpF
— Alejandra Caraballo (@Esqueer_) August 14, 2024
თავად ილონ მასკს “გროკი” მოსწონს და აცხადებს, რომ ის ყველაზე სახალისო ხელოვნური ინტელექტია მსოფლიოში.
Grok is the most fun AI in the world! https://t.co/5ZS2iDkwim
— Elon Musk (@elonmusk) August 14, 2024
ზოგადად, რაც შეეხება გამოსახულების გენერატორ ხელოვნურ ინტელექტს, უმეტესობა მათგანს, რომლებსაც ქმნიან მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა: გუგლი და მეტა, გააჩნიათ საკმაოდ მკაცრი პოლიტიკა იმასთან მიმართებით, რა ტიპის გამოსახულების შექმნის უფლება აქვთ.
თავდაპირველად, ეს ასე არ იყო, თუმცა მოგვიანებით კომპანიებმა ხელოვნურ ინტელექტს ფილტრი დაუმატეს. მაგალითად, OpenAI-მ, რომელსაც ეკუთვნის ChatGPT, ისწავლა, როგორ არ შექმნას პოლიტიკური ან სექსუალიზებული გამოსახულება, რომელშიც რეალური ადამიანების სახე იქნება წარმოდგენილი.