მთავარისაქართველობოკერია-ჩერგოლეიშვილის გუნდმა ახალი პარტია წარადგინა

ბოკერია-ჩერგოლეიშვილის გუნდმა ახალი პარტია წარადგინა

„ფედერალისტები“ – ასე ჰქვია პარტიას, რომელიც „ევროპული საქართველოდან“ წამოსულმა წევრებმა 15 აგვისტოს წარადგინეს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, პარტიის ყრილობა, სავარაუდოდ, 15 სექტემბერს გაიმართება. მანვე განმარტა პარტიის სახელწოდებაც:

„რატომ ფედერალისტები? ახლახან ზუგდიდში ორი ბავშვი დაიწვა… იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ თავიანთი სიცოცხლის უფლების, თავიანთი თავისუფლების, ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლების რეალიზაცია, საჭიროა ეს თავსმოხვეული, ცენტრალიზებული, თავკომბალა სახელმწიფო დაიშალოს და აეწყოს ახალი სახელმწიფო, ახალი რესპუბლიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება ძლიერ მოქალაქეებზე. ამას ემსახურებოდა ჩვენი პრაიმერიზი, რამაც ძველ ტიკებში ახალი ღვინის ჩასხმის ეფექტი გამოიწვია“ – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

პარტიის პრეზენტაციაზე დააანონსეს აქციაც, რომელიც 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, რუსთაველის გამზირზე უნდა გაიმართოს. აღნიშნეს ისიც, რომ მანამდე პარტიის ლიდერების კამპანიის “ბუჩამდე იყო აფხაზეთის” გამოფენა საფრანგეთის პარლამენტში მოეწყობა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა „ევროპული საქართველო“ დატოვეს, 2 აგვისტოს გავრცელდა. „ფედერალისტების“ დამფუძნებლების განცხადებით,  უთანხმოება 28 ივლისს გამართულ შიდაპარტიულ პრაიმერიზს მოჰყვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend