უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ კურსკის რეგიონში შეჭრის შემდეგ პირველი საჯარო განცხადებები გააკეთეს. ზელენსკის თქმით, მოსკოვი “იძულებული უნდა გახდეს დათანხმდეს მშვიდობას”.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელმა სამხედრო ძალებმა დაიკავეს საზღვრისპირა არეალები, რომლებსაც რუსეთი იყენებდა უკრაინის სუმის რეგიონის წინააღმდეგ თავდასხმაში.
Today, I held a meeting with a delegation from the U.S. Senate, including Senators Graham and Blumenthal—representatives of both parties. I expressed my gratitude to America for its support in our defense. It is crucial that both Ukrainians and Americans emerge truly victorious… pic.twitter.com/FaeMdeLrJL
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) August 12, 2024
„სამართლიანი მხოლოდ ის იქნება, რომ ჩვენ რუსეთის იმ ტერიტორიებზე მივიტანოთ იერიში, საიდანაც თავდასხმებს ახორციელებენ. მაგალითად, რუსული სამხედრო აეროდრომები, რუსული ლოჯისტიკა. მივიჩნევთ, რომ ეს მშვიდობასთან მიახლოების გზაა. თუ პუტინს სურს გააგრძელოს ომი, რომელსაც ძალიან ცუდად აწარმოებს, ჩვენ უნდა ვაიძულოთ მას მშვიდობის დამყარება“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ საზღვრის მიღმა ოპერაციის შესახებ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში თქვა, რომ კურსკის რეგიონში ქვეყნის ძალები აკონტროლებენ 1000-მდე კვადრატულ კილომეტრს.
„ბატონო უკრაინის პრეზიდენტო, უკრაინის მთავარსარდალი იუწყება, რომ ჩვენ ვაგრძელებთ შეტევით ოპერაციას კურსკის ოლქის ტერიტორიაზე. ამჟამად ჩვენ ვაკონტროლებთ რუსეთის ფედერაციის დაახლოებით ათასი კვადრატული კილომეტრის არეალს. ჯარები ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. ბრძოლები მიმდინარეობს მთელ ფრონტზე და სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ“, – თქვა სირსკიმ.
კურსკის რეგიონში თავდასხმების შემდეგ უკრაინის ოფიციალურ პირებს განცხადებები არ გაუკეთებიათ, თუმცა რუსეთის ლიდერები ოპერაციას „ტერორისტულს“ უწოდებდნენ და დასავლეთისგან პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებებს ითხოვდნენ.
„ერთადერთი, ვინც უკრაინასთან ომშია, რუსები არიან. ისინი შეიჭრნენ უკრაინაში, ის კი თავს იცავს აგრესიისგან“, – ასე პასუხობს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი.
რუსეთის ლიდერები საუბრობდნენ იმაზეც, რომ კურსკის ოლქში შესვლა კოორდინირებულია დასავლეთის მიერ. ამ ბრალდებას კი, ჯონ კირბი სასაცილოს უწოდებს.
თეთრ სახლში პუტინს ურჩევენ, რომ შეაჩეროს ომი, თუ მას არ მოსწონს დისკომფორტი, რომელსაც უკაინა უქმნის.