გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ თბილისის მერიაში განაცხადეს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით არსებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.
მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე, 14 აგვისტოს 23 საათიდან ათი დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.