მთავარისაქართველო“ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ

“ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ

გაფიცვის 33-ე დღეს “ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლები პროტესტს განაგრძობენ. გაფიცული თანამშრომელების თქმით, კომპანიის მხრიდან რაიმე უკუკავშირი ან წინ გადადგმული ნაბიჯი არ ყოფილა. ამიტომ ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ – კომპანიის სამმა გაფიცულმა თანამშრომელმა შიმშილობა დღეს, 12 საათიდან დაიწყო.

გაფიცულები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ კომპანია გაფიცულთა მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

ევულუშენ ჯორჯიაში” თვეზე მეტია 4 600-ზე მეტი თანამშრომელია გაფიცული. ისინი ხელფასის გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. გაფიცული თანამშრომლების საპროტესტო აქციები კომპანიის შენობასთან იმართება.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა კომპანიის შიდა ჩატში მიმოწერები, სადაც ჩანს, რომ კომპანიის მენეჯერები თანამშრომლების მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებსა და ტერმინებს იყენებდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend