ვენაში, ტერაქტის საფრთხის გამო, ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის, ტეილორ სვიფტის სამი კონცერტი გაუქმდა.
კონცერტები მას შემდეგ გააუქმეს, რაც ავსტრიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სავარაუდო თავდასხმის გეგმებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს. პოლიციის განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებული პირი ავსტრიის 19 წლის მოქალაქეა, რომელმაც ივლისის დასაწყისში „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ „ერთგულების ფიცი“ დადო.
ის ავსტრიის ქალაქ ტერნიცში დააკავეს, მეორე პირი კი ვენაში. კონცერტები დღეიდან 10 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამართულიყო, სადაც ყოველდღიურად დაახლოებით 65 000 სტუმარს ელოდებოდნენ.