მთავარიაზიაისრაელითელ-ავივის მცხოვრებნი ირანიდან საპასუხო იერიშს ელოდებიან

თელ-ავივის მცხოვრებნი ირანიდან საპასუხო იერიშს ელოდებიან

ახლო აღმოსავლეთში ვითარება თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიას მკვლელობის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დაიძაბა. ახლა ისრაელი და მისი მოკავშირეები ირანისგან საპასუხო დარტყმას ელიან.

„ჰამასის” პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია ირანის პარლამენტში, თეირანი, 30 ივლისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Vahid Salemi

ისრაელში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც „ჰამასის“ ლიდერი ირანის დედაქალაქ თეირანში მოკლეს.

ადგილობრივი მოსახლეობა მობილიზებულია, რომ საჰაერო განგაშის შემთხვევაში ახლომდებარე თავშესაფრებში ჩავიდნენ.

სარაკეტო თავდაცვის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელის არიე ჰერცოგის თქმით, არ არსებობს შეიარაღების სისტემა, რომლითაც 100-პროცენტიანი წარმატება იქნება გარანტირებული. როდესაც დაცვის ერთზე მეტი ხაზია, მათ უფრო მეტად აქვთ ჩარევის შესაძლებლობა. თუმცა დასძენს, რომ დროთა განმავლობაში შესაძლოა თავდაცვის სისტემა ასცდეს და რაკეტა პირდაპირ მოხვდეს სამიზნეს, რაც ძალიან სახიფათოა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend