მთავარისაქართველოაშშ აჩერებს დაფინანსებას საქართველოში ჯანდაცვის რამდენიმე პროექტისთვის

აშშ აჩერებს დაფინანსებას საქართველოში ჯანდაცვის რამდენიმე პროექტისთვის

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ აშშ-ის დაფინანსება უწყდება რამდენიმე პროექტს. მისი თქმით, საქმე ეხება არა ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, არამედ რამდენიმე პროექტს, რომელიც ეხება კვლევით საქმიანობას, ტრენინგებს და ა.შ.

საუბარია 2 მილიონამდე ლარის დაფინანსებაზე.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე ან მისი საქმიანობის შეფერხებაზე არ არის. ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ, მათ შორის ფინანსურს, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს ის პროექტები, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანია.

“ გუშინ საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადება მოვისმინეთ თავისუფალი და ხშირ შემთხვევაში მანკიერი ინტერპრეტაციებით ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქმიანობის თითქოსდა საქმიანობის შეჩერების, დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არ არის. საუბარი არის რეალურად რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსიც გახლავთ კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ასე შემდეგ, ეს არ გახლავთ არც ერთი ისეთი პროგრამა, რომელზეც დამოკიდებულია რომელიმე ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება და შესაბამისად სისტემისთვის ამ თვალსაზრისით გახლავთ მნიშვნელოვანი”,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend